ახალი ამბები

სინოდის სხდომები ღია ეთერში უნდა ჩატარდეს – განყენებული მიტროპოლიტი პეტრე

3 ნოემბერი, 2019 • 1593
სინოდის სხდომები ღია ეთერში უნდა ჩატარდეს – განყენებული მიტროპოლიტი პეტრე

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიიდან და მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავა ინიციატივით გამოდის, სინოდის შემდეგი სხდომები ღია ეთერში (ანუ „ლაივში“) ჩატარდეს.

„ვინაიდან მღვდელმთავრებისა და სინოდის წევრებისგან ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენ, გამოვდივარ ინიციატივით, რომ სინოდის მომდევნო სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში“, — უთხრა პეტრე ცაავამ „მთავარ არხს“ 3 ნოემბერს.

მისი თქმით, ამის პრეცედენტი უკვე არსებობს, შესაბამისად, კრების ასე ჩატარება არ არის დაუშვებელი: „კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში, ე.წ „ლაივში“ გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში“.

„სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკები ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას, ანტიმართლმადიდებლურ საქციელს… ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანანმ, სანამ სინოდის სხდომები არ ჩატარდება ღია ეთერში, ლაივში“.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“.

სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა მოგვიანებით თქვა, რომ მან ამ საკითხებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მთავარეპისკოპოსობა შეუჩერეს.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი