ახალი ამბები

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2015 • • 925
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქემ საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის დამზადებას ჰპირდებოდა და არწმუნებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქემ ერაყის მოქალაქეს საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, საიდანაც 1500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა სახელმწიფო მოხელეებისათვის გადასაცემად და თაღლითურად მიითვისა. 

 

ამის გარდა, პაკისტანელმა მოქალაქემ ერაყელ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი სამუშაო ცნობა, რის სანაცვლოდაც დამატებით 200 აშშ დოლარი გამოართვა, აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 28 იანვრიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასპორტი
პასპორტი

მასალების გადაბეჭდვის წესი