ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო ქონების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში შევა – თურნავა

1 ნოემბერი, 2019 • 1367
მომსახურების სააგენტო ქონების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში შევა – თურნავა

ნათია თურნავას თქმით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ქონების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში შევა.

როგორც მინისტრი ამბობს დღეს, პირველ ნოემბერს გამართულ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა.

„ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობას, ბიზნესს უფრო მარტივად შეეძლოს ამ სერვისით სარგებლობა, ეს მომსახურება მოექცევა ერთი ქუდის ქვეშ, ქონების ეროვნულ სააგენტოში”, – აცხადებს თურნავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი