პეტრე ცაავა: პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები წინასაარჩევნო განცხადების პოზიციიდან შეაფასა.

“მე მიმაჩნია, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისათვის. ეს იყო 2020 წლის არჩევნებზე განცხადება. ვისურვებდი, უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავისი ნათქვამის ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან”, – განაცხადა პეტრეე ცაავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე”. გახარიას აზრით, ეკლესიაში გაურკვევლობის შეტანა სურთ იგივე ჯგუფებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ “რევოლუციურ სცენარს გეგმავდნენ”.

“გარკვეული ჯგუფები” – ვის ადანაშაულებს გახარია ეკლესიის პრობლემებში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.