ახალი ამბები

პრემიერის თქმით, დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ათასლარიანი კომპენსაცია დაენიშნებათ

20 აპრილი, 2015 • • 1098
პრემიერის თქმით, დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ათასლარიანი კომპენსაცია დაენიშნებათ

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შესახებ სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს  500 ლარი იყო, წელს  კი 1000 ლარი გახდა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანალოგიური ინიციატივით მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ასევე დაუწესდეთ 1000-ლარიანი დახმარება.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი