ახალი ამბები

“ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფე პეტრესთან იყოს” – ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი

1 ნოემბერი, 2019 • 1860
“ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფე პეტრესთან იყოს” – ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია მარტვილში ჩავიდა, რათა სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავასგან ეპარქიის მმართველობა გადაიბაროს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ეპარქიის მღვდელმსახურთა ნაწილი. სასულიერო პირების პროტესტის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი ამბობს, რომ  ვისაც სურს, შეუძლია ეპარქიაში დარჩეს ან პეტრესთან იყოს:

“ჩავეხუტები მეუფეს [პეტრე ცაავას] და მადლობას მოვუხდი. ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან იყოს. სამი წელია მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. მე ვფიქრობ, ყველას სტკივა გული, რაც მოხდა”, – ამბობს მიტროპოლიტი.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი