ახალი ამბები

თბილისის მერია ნაძვის ხესა და განათებებში 2.7 მილიონს დახარჯავს

1 ნოემბერი, 2019 • 1990
თბილისის მერია ნაძვის ხესა და განათებებში 2.7 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად 995 800 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერში იტალიურმა კომპანიამ Idolight-მა გაიმარჯვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრი იქნება და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით იქნება გაფორმებული.

ამასთან, მერია საახალწლოდ დეკორაციებსაც ყიდულობს, რომელშიც  1 249 999 ლარის დახარჯვას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განათებები ციური სხეულების, მათ შორის, მზის სისტემაში შემაველი პლანეტების 3D მოდელები იქნება. აღნიშნულ ტენდერშიც იტალიურმა კომპანია Idolight-მა გაიმარჯვა.

2D დეკორაციებს და LED ნათურებს კი ამავე კომპანიისგან მერია 137 512 ევროდ იყიდის (ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით 450 ათას ლარამდე) . მათ შორისაა ორ-ორი ორგანზომილებიანი მზის, სატურნის, ურანის, 8 ცალი ვენერას, 4 ნეპტუნის, 30 ცალი მთვარის და 20 ვარსკვლავის ფორმის დეკორაცია.

თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი