ახალი ამბები

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

1 ნოემბერი, 2019 • 713
ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი, პორშეს მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს, ავტომობილებზე ექსკლუზიურ ფასდაკლებასთან ერთად, სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს 6 თვის დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, მძღოლის მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას გზებზე. 

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა შეადგენს 20%-ს, ხოლო სესხის მაქსიმალირი ვადა 72 თვეა.

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს წლის ბოლომდე.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი