ახალი ამბები

ნეტფლიქსის „მხედვარი“ 20 დეკემბერს გამოდის – ნახეთ ახალი ტრეილერი

31 ოქტომბერი, 2019 • 2000
ნეტფლიქსის „მხედვარი“ 20 დეკემბერს გამოდის – ნახეთ ახალი ტრეილერი

ნეტფლიქსი ფენტეზის პოლონელი ავტორის, ანჯეი საპკოვსკის „მხედვარის“ ახალ ეკრანიზაციას 20 დეკემბერს გამოუშვებს.

სერიალში მთავარ როლს — ურჩხულებთან მებრძოლ გერალტ რივიელს — სუპერმენის ვარსკვლავი ჰენრი კავილი ასრულებს.

“მხედვარი” ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაა — საკულტო წიგნი, რომლის მიხედვითაც პოპულარული ვიდეოთამაშებიცაა შექმნილი.

ჰენრი კავილი სუპერმენის როლს ასრულებდა რეჟისორ ზაკ სნაიდერის “ფოლადის კაცში” (2013) და მის სიქველებში,“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” (2016) და “სამართლიანობის ლიგაში”.

ჰენრი კავილთან ერთად Netflix-ის „მხედვარში“ მთავარ როლებს ფრეია ალენი და ანია შალოტრა ასრულებენ. ფრეია ცინტრას პრინცესის, ცირის როლს შეასრულებს. ანია შალოტრა კი გერალტის პარტნიორის, იენიფერის როლზე დაამტკიცეს.

როგორც პირველი თიზერიდან გაირკვა, სერიალის პირველი სეზონი მოიცავს იენიფერისა და ცირის ისტორიასაც მანამ, სანამ ისინი გერალტს შეხვდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი