ახალი ამბები

სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა არაა საკმარისი — ილია II

31 ოქტომბერი, 2019 • 882
სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა არაა საკმარისი — ილია II

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიჩნევს, რომ „დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა“.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომა პირველია 2019 წელს. სხდომის ოქმის თანახმად, ილია II-მ სხდომაზე თქვა, რომ „სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოქმი, სადაც ოფიციალურად შედარებით ვრცლადაა აღწერილი დღეს განვითარებული მოვლენების სინოდისეული ვერსია.

დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელმთავრობა და ეპარქია ჩამოართვეს; ასევე, მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს „მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო“ მისცეს ოფიციალური გაფრთხილება და დაადგინეს, რომ „განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“.

რა წერია სინოდის სხდომის ოქმში პეტრე ცაავასა და ეპისკოპოს იაკობზე

მასალების გადაბეჭდვის წესი