ახალი ამბები

“თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებს” – ინაშვილი პეტრე ცაავაზე

31 ოქტომბერი, 2019 • 2068
“თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებს” – ინაშვილი პეტრე ცაავაზე

“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე… მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ, თუ ასე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ პტერესედამი  და იმ აგენტებისადმი, ვინც ჩანერგა ბოკერია-სააკაშვილმა ეკლესიაში”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა რ2-ის ეთერში ჩართვისას.

ინაშვილი მიესალმება პეტრე ცაავას საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ის აცხადებს, რომ ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები “ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან არის ინსპირირებული”.

“არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ. მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ და პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი ლექსიკიდან და აზროვნებიდან გამომდინარე. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. ასეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს”, – ამბობს ინაშვილი.

“გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. იმედი მაქვს მისი ბრძნული გადაწყვეტილების”, – აცხადებს ინაშვილი და დასძენს, რომ სინოდის წევრ წესიერი და პატიოსანი მღვდელმთავრებისაც ეიმედება.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი