ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი აშშ-ს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

17 აპრილი, 2015 • • 1244
აზერბაიჯანი აშშ-ს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

მისი თქმით, ქვეყანაში კანონის უზენაესობა სრულიად უზრუნველყოფილია, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და თავისუფალია და პოლიტიკური საქმიანობისა და შეხედულებების გამო არავის დევნიან. 

 

“აზერბაიჯანი საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს სრულად ასრულებს. რასულ ჯაფაროვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გადასახადების თავიდან არიდების, მითვისებისა და სხვა უკანონო ქმედებების გამო დაეკისრა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უფლებადამცველის სტატუსი პასუხიმგებლობებისგან არ ათავისუფლებს”, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

აზერბაიჯანში დაკავებულ უფლებადამცვე რასულ ჯაფაროვთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა.


ბაქოს სასამართლომ 16 აპრილს უფლებადამცველს, რასულ ჯაფაროვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

რასულ ჯაფაროვი 2014 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ უფლებადამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა – უკანონო  საქმიანობა (192), გადასახადებისგან თავის არიდება (213) და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308).

 

რასულ ჯაფაროვი 2006 წლიდან უფლებათადაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. ის იყო უფლებადაცვითი კამპანიების, “სიმღერა დემოკრატიის სახელით” და “ხელოვნება დემოკრატიის სახელით”, აქტიური მონაწილე. ის დაკავებული იყო პოლიტპატიმრების უფლებების დაცვით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის დროს რასულ ჯაფაროვიმა და სხვა უფლებადამცველებმა გააკეთეს მოხსენება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. მოგვიანებით ბაქოში, ეუთოს საპარლამენტო სესიაზე ჯაფაროვმა სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი მოსმენა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების შესახებ. ორივე ღონისძიებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი