საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

“უწმინდესი თავს კარგად გრძნობს. გაიარა იმ პროცესმა, რაც 1 კვირის წინ ჰქონდა და ჩვეულებრივად, კარგად არის. სამედიცინო კუთხით სავსებით, რაზეც მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, კარგად გრძნობს თავს”, – ამბობს ექიმი “ნეტგაზეთთან”.

მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ხვალ, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება