საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პავლე კუბლაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მათ კახა ნაკანისა და იმ სპეცრაზმელების პატიმრობა გააპროტესტეს, რომლებიც, მისი თქმით, უკანონოდ იდევნებიან.

 

“ეს არ იყო არანაირი საბოტაჟი, ეს იყო პროცედურული ომი, რომლის მიზანი იყო, პარლამენტის და საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო კახა ნაკანისადმი. ეს არის პოლიციელი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, რომელიც არის დღეს წინასწარ პატიმრობაში. ეს ადამიანი არის ივანიშვლის ხელისუფლების პირადი პატიმარი, ამჟამად ის არის გლდანის დაწესებულებაში სრულიად უკანონოდ და, შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღებს მიგვექცია. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი არ ისურვა, რომ ბოლომდე მოესმინა, რა საკითხთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი. პრპოტესტი უკავშირდება ამას. პროტესტი უკავშირდეება პოლიციელების და სპეცრაზმელების უკანონო დევნას, პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის დღეს გლდანის ციხეში და ყველა ამ საკითხთან დაკაბვშირებით ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის ხმამღლა გვეთქვა,”– განაცხადა მან.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის სხდობა არ შედგება:

 

“ეს მათი უფლებაა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს. დღეს სხდომა არ გაიმართება,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა 15 აპრილს გლდანის მერვე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი იყოს ის, რომ ნაკანს გლდანის მერვე დაწესებულებიდან ე.წ მატროსოვის ციხეში გადასვლა სურდა. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა კი განაცხადა, რომ  გამოძიებას აქვს კახა ნაკანის ხელით დაწერილი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად ირაკლი ფირცხალავას მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას ასახელებს,ასევე, პროტესტს გამოთქვამს სპეცრაზმელების დაკავების გამო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *