ახალი ამბები

ისარელის საელჩოებმა და საკონსულოებმა გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერეს

30 ოქტომბერი, 2019 • 889
ისარელის საელჩოებმა და საკონსულოებმა გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერეს

ისრაელის საელჩოებმა და საკონსულოებმა მსოფლიოს მასშტაბით მუშაობა შეაჩერეს, იტყობინება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიპლომატიური მისიები აღარ აღმოუჩენენ მომსახურებას დაინტერესებულ ადამიანებს და ზღუდავენ წვდომას თავიანთ შენობებში. მოვლენები განპირობებულია ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან კონფლიქტით.

მუშაობის შეჩერების შესახებ უკვე განაცხადეს ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში.

როგორც “ნეტგაზეთს“ განუცხადეს, მუშაობა შეწყვეტა ისრაელის საელჩომ საქართველოშიც. მათივე თქმით, საელჩოს მუშაობის განახლების ვადა ცნობილი არ არის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაიფიცნენ ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოღებულ ახალ წესებთან უთანხმოების გამო. ფინანსთა სამინისტროში სურთ, საზღვარგარეთ მყოფი დიპლომატებისა და სამხედროების მიერ ხარჯვის სისტემა შეცვალონ. ისრაელის მედიასაშუალებების თანახმად, სამინისტროს ახალი წესების შედეგად დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს ვალი დაუგროვდებათ, რომელიც ბიუჯეტში უნდა დააბრუნონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი