“ისინი ჩვენი ხელისუფლებისგან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა თუნდაც რაღაც ნაწილი, თუნდაც ბავშვები რომ მიიღოს, რის შედეგადაც მოყვება უკვე სხვა ქმედებები იმიტომ, რომ მამაოსთან საუბრისას აღმოჩნდა, 500–მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, რომ იშვილონ ეს ბავშვები,– განაცხადა გელა დუმბაძემ.
ამ თემაზე დღეს გელა დუმბაძე საქართველოში ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს, დავით ადამოვსა და სოფ. ქანდაში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, მამა სერაფიმეს შეხვდა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული ასურელების საკითხები განიხილეს.
დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხს პრემიერი მთავრობის სხდომაზე დააყენებს.
სოციალურ ქსელ Facebook-ზე რამდენმე დღეა, რაც ასურელთა სოლიდარობის კამპანია მინდინარეობს. თბილისში კვირას, 19 აპრილს, 5 საათზე, პარლამენტის წინ მათ მხარდასაჭერად აქციაც დაიგეგმა.






