მათ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრანები და ფოიერვერკები გაუშვეს.
“ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მხარდაჭერა გამოვუხატოთ პოლიტიკურ პატიმარ ვანო მერაბიშვილს. იგი ივანიშილის დაკვეთით ზის ციხეში. ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოვსლის შემდეგ დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას საქმე ეკეთებინა, პოლიტიკური კონკურენციის თვალსაზრისით მათთვის სახიფათო ადამიანების დევნა დაიწყო. მერაბიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო. დღეს ციხეში ზის ადამიანი, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენმა პოლიციამ შეძლო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, კრიმინალის ხერხემალში გადატეხვა. დღეს ეს კაცი ზის ციხეში, ამ დროს კი ჩვენ ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, მერაბიშვილის თანაპარტიელმა.
ექსპრემიერის ადვოკატის ოთო კახიძის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საბრძოლო განწყობას ინარჩუნებს:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ძალიან კარგად, მხნედ გრძნობს. ის საბრძოლო განწყობაზეა. ბევრს კითხულობს. ენატრება ოჯახი და ის, რომ თავის საყავრელ საქმეს დაუბრუნდეს – რეფორმებსა და აღმშენებლობას”, – განაცხადა კახიძემ.





ვანო მერაბიშვილი 47 წლის გახდა.
ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშვედ სცნო რადენიმე საქმეზე, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე.






