ახალი ამბები

კანდელაკი ივანიშვილის წყალტუბოს ინიციატივაზე

29 ოქტომბერი, 2019 • 824
კანდელაკი ივანიშვილის წყალტუბოს ინიციატივაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომლითაც ამ უკანასკნელმა წყალტუბოს განვითარების გეგმა დააანონსა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ წყალტუბოში არსებულ ყველა სახის სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ინფრასტრუქუტრას გამოისყიდის და საკუთარი სახსრებით განავითარებს. კანდელაკის თქმით, მთავრობას ქუთაისის აეროპორტის განვითარება რომ არ შეეფერხებინა, ინფრასტრუქტურა ამ რეგიონში თავისით განვითარდებოდა.

“პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზონბრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე – ანუ ორ მილიონ მგზავრზე – გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), ეს [წყალტუბოს] სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა, პირველ რიგში, ევროპელი ვიზიტორებით.  ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. სანამ რამეს ვიტყვით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არ დავივიწყოთ”, – აცხადებს კანდელაკი.

ამავე თემაზე

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი