ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მატარებლები ივლის

29 ოქტომბერი, 2019 • 2303
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მატარებლები ივლის

“აზერბაიჯანის რკინიგზის” ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი, ფრანგული წარმოების ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ივლის.

“24 ოქტომბერს პირველმა “Prima M4″ მატარებელმა უკვე შეასრულა ეს მარშრუტი. ამ დრომდე აღნიშნული მიმართულებით წინა საუკუნის 70-იან წლებში წარმოებული მატარებლები დადიოდა”, – აცხადებენ “აზერბაიჯანის რკინიგზაში”.

ფრანგული კომპანია “Alstom”- ის მიერ წარმოებული მატარებელი 100-დან 160 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს, თუმცა არსებულ ლიანდაგებზე მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც შეიძლება აღნიშნულმა მატარებელმა განავითაროს, 120-140 კმ/სთ-ია.

როგორც ნეტგაზეთს “აზერბაიჯანის რკინიგზაში” და ფრანგული კომპანია “Alstom”-ში განუცხადეს, მატარებელი ერთი მიმართულების გავლას 12 საათის ნაცვლად 5-6 საათს მოანდომებს, თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული საბაჟოზე დაყოვნების დრო.

ფოტო: trend.az

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი