ახალი ამბები

ბულგარეთში რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

28 ოქტომბერი, 2019 • 852
ბულგარეთში რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

ბულგარეთის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელშიც ჯაშუშობის ბრალდებით ფიგურირებს სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი. ინფორმაციას უწყება თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

პროკურატურის ცნობით, წინა წლის სექტემბრიდან დიპლომატი ხვდებოდა ბულგარეთს მოქალაქეებს, მათ შორის მაღალჩინოსანს, რომელსაც წვდომა აქვს ქვეყნის, ევროკავშირის და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციასთან. პროკურატურის განცხადებით, მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატი დაზვერვით იყო დაკავებული და სურდა ფულის სანაცვლოდ ინფორმაცია მიეღო.

დიპლომატის სახელი დასახელებული არ არის. გამომდინარე მისი დიპლომატიური იმუნინეტიდან, სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ შეწყვიტეს. დიპლომატმა ბულგარეთი დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი