ახალი ამბები

შსს-თან გირჩის და “შმაქსის” მძღოლების აქცია გაიმართება

28 ოქტომბერი, 2019 • 1009
შსს-თან გირჩის და “შმაქსის” მძღოლების აქცია გაიმართება

29 ოქტომბერს, 12 საათზე, გირჩის წევრები, მხარდამჭერები და “შმაქსის” მძღოლები რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე აქცია/მსვლელობას აპირებენ. 

გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით,  რამდენიმე დღეა პატრული შმაქსისტებზე “ნადირობს”. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ შმაქსისტები პოლიციელებს ეუბნებიან შმაქსის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ, მაინც ჯარიმდებიან. ჯარიმა 200 ლარია.

როგორც ჯაფარიძე ამობს, სახელმწიფოს მხრიდან შმაქსების ნებისმიერი ფორმით შეფერხებას განიხილავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მათი პოლიტიკური აქტივობისთვის ხელის შეშლად, რადგან ეს მათი პოლიტიკური პროექტია.

“შმაქსი არის საგანმანათლებლო და პოლიტიკური პროექტი. შმაქსის მეშვეობით გირჩი ადამიანებს ველაპარაკებით იმაზე, თუ რა არის სწორი და რა- არასწორი, იმაზე, თუ რა გზები არსებობ ამოვიდეთ იმ წუმპიდან, რა წუმპეშიც ჩვენ ვცხოვრობთ”, – ამბობს ჯაფარიძე თავის ვიდეომიმართვაში.

ჯაფარიძის თქმით, აქციის მოთხოვნებია: 

    • შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;
    • გაუქმდეს ტაქსისტებისთვისა და შმაქსისტებისთვის გამოწერილი ჯარიმები;
    • გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი