ახალი ამბები

“იმედის” და “მაესტროს” მაუწყებლობა შეწყდა – სავარაუდო კიბერშეტევა

28 ოქტომბერი, 2019 • 2172
“იმედის” და “მაესტროს” მაუწყებლობა შეწყდა – სავარაუდო კიბერშეტევა

“იმედსა” და “მაესტროზე”, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს.

“ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში”, – აცხადებს ჩიხლაძე.

ამჟამად [15:50] მაესტრო და იმედი მაუწყებლობას ვერ ახორციელბენ.

დილიდან კიბერშეტევის გამო პროსერვისზე მიბმული ათასობით ვებგვერდი გაითიშა, მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების და სხვა ადმინისტრაციული ვებგვერდები. ამ დროისთის ვებგვერდების ნაწილზე წვდომა აღდგენილია.

ირაკლი ჩიხლაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ იმედს და მაესტროს პროსერვისის სერვერებთან შეხება არ აქვს.

განახლება: 16:05 საათისთვის “იმედის” მაუწყებლობა აღდგენილია, “მაესტრო” – არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი