ახალი ამბები

გარკვეულ პირებს იაკობის დაპირისპირება სურთ ივანიშვილთან და მეუფე შიოსთან – ედიშერ ქარჩავა

28 ოქტომბერი, 2019 • 1369
გარკვეულ პირებს იაკობის დაპირისპირება სურთ ივანიშვილთან და მეუფე შიოსთან – ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკევეულ ძალებს მთავარეპისკოპოს იაკობის დაპირისპირება სურთ შიოსთან და ბიძინა ივანიშვილთან. ამის შესახებ იურისტმა ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს შენობასთან განუცხადა. დღეს იაკობი ილია მეორეს შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მან ქორეპისკოპოსის პოზიცია დატოვა.

“მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე, ამ ხელისუფლებისთვის.

ჩემი აზრით, მისი მტრად გამოცხადება და დემონიზება არასწორია. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი”, – ამბობს ქარჩავა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებასთან და “მისი ეს განცხადება შოკის მომგვრელია”.

რაც შეეხება გამოძიებას, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ იაკობის განცხადებაზე უპირველესად საპატრიარქოს შიგნით უნდა დაიწყოს მოკვლევა. იმ შემთხვევაში კი, თუ მეუფე იაკობი პასუხისმგებლობას იღებს თავის განცხადებებზე, მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყონ შეფასება.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი