ახალი ამბები

ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 2 ათასამდე ვებსაიტი გახდა, რაოდენობა იზრდება – პროსერვისი

28 ოქტომბერი, 2019 • 3346
ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 2 ათასამდე ვებსაიტი გახდა, რაოდენობა იზრდება – პროსერვისი

კომპანია “პროსერვისში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ სერვერებზე მიმდინარეობს ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ამ დროისათვის [13:33] 2 ათასამდე ვებსაიტია დაჰაკული, ეს რაოდენობა კი იზრდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ და ხარვეზის აღმოფხვრას ერთ საათში ვარაუდობენ.

აღნიშნული საიტების მთავარ გვერდზე ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები).

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტები.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი