ახალი ამბები

იაკობმა ქორეპისკოპოსის პოზიცია დატოვა

28 ოქტომბერი, 2019 • 1883
იაკობმა ქორეპისკოპოსის პოზიცია დატოვა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი იაკობი ქორეპისკოპოსის, იმავე პატრიარქის თანაშემწის პოზიციას ტოვებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში გამართლი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იაკობის გადადგომას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ილია მეორის გადაყენებაში თანამონაწილეობას სთხოვდნენ.

დღეს ეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში მივიდა და სავარაუდოდ ილია მეორესთან გამართა შეხვედრა. საპატრიარქომ გამოაქვეყნა ილია მეორის ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც იაკობი გათავისუფლებულია საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებისგანაც. ის რჩება მთავარეპისკოპოსად და სინოდის წევრად.

ილია მეორის ბრძანება

ამავე თემაზე

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი