ახალი ამბები

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

27 ოქტომბერი, 2019 • 15997
მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება შევიდა, რომ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარედ ტანსაცმელი და პირადი ნივთები იპოვეს.

საგანგებოში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შემდეგ მდინარის მონიტორინგი დაიწყეს და კაცის ცხედარი იპოვეს.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი