ახალი ამბები

ექიმის თქმით, ილია II საკვირაო წირვას სეზონური ვირუსის გამო ვერ დაესწრო

27 ოქტომბერი, 2019 • 610
ექიმის თქმით, ილია II საკვირაო წირვას სეზონური ვირუსის გამო ვერ დაესწრო

ილია II სამების ტაძარში ყოველკვირეულ წირვას არ დაესწრო. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, ილია მეორეს სეზონური ვირუსი აქვს რის გამოც, ექიმა სახლის პირობებში ყოფნა ურჩიეს.

“სამი დღის უკან მას ჰქონდა ცხელების ერთი ეპიზოდი. ჩავატარეთ ყველანაირი გამოკვლევა კონსულტაციები დაისვა ვირუსული ინფექციის დიაგნოზი. ახლა პარაკლისიც გადაიხადა, ილოცა ასე რომ ყველაფერი მიდის ისე როგორც საჭიროა” – ამბობს ექიმი.

ამასთან, ილია მეორემ დღეს ყველა სასულიერო პირს წირვის შემდეგ პარაკლისის გადახდა დაავალა.


ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი