ახალი ამბები

უგულავა ქორეპისკოპოს იაკობს პარლამენტში მიწვევას სთავაზობს

27 ოქტომბერი, 2019 • 758
უგულავა ქორეპისკოპოს იაკობს პარლამენტში მიწვევას სთავაზობს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ქორეპისკოპოს იაკობს სთავაზობს მივიდეს პარლამენტში და საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაერი რასაც საჭიროდ თვლის.

უგულავას თქმით, ქორეპოსკოპოსის მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადებებიდან სახეზეა, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რაც უგულავას შეფასებით, კონსტიტუციის დარღვევაა:

“ფაქტია, რომ ბრალდებები გაისმა ძალიან მძიმე. პროკურატურა კანონით არის კოვალე საჯარო სივრცეში კანონდარღვევა და იქ საუბარი იყო მკვლელობაზე თუ მოწამლვაზე ამ თემაზე ის მოვალეა დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებას გასცეს პასუხი.

სულ მცირე სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილიბდა ეკლესიის საქმეში ჩარევას, რაც პირდაპირ არის კონსტოტუციის დარღვევა და ეს პირდაპირ შეიძლება გახდეს საიმპიჩმენტო პროცესის დაწყების საფუძველი. თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ის პარლამენტში და მან საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც თვლის საჭიროდ იმისათვის რომ ნათელი მოეფინოს ამ ბურუსით მოცულ ისტორიას” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი