ახალი ამბები

მედია: ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

27 ოქტომბერი, 2019 • 1780
მედია: ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

ამერიკული მედიის ცნობით, სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედია წერს, რომ სპეცოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღდეგ ჩატარდა და მის ფარგლებში, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, თუმცა თეთრ სახლში რამდენიმე საათში პრესკონფერენციაა დანიშნული, რომელიც საგარეო საკითხებს ეხება.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ “რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა”.

როგორც CNN წყაროზე დაწყრდნობით წერს, სპეცოპერაციის დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა თავი აიფეთქა. წყარო მედიასაშუალებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ცხედარს გენეტიკური და ბიომერტული ტესტირება უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი