ახალი ამბები

ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში – წულუკიანი

25 ოქტომბერი, 2019 • 1580
ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “მოუწოდებს ყველა რუს დამნაშავეს, რომ ისინი მიბრძანდნენ თავიანთ ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი კანონის წინაშე“.

აღნიშნული წულუკიანმა სუმბაევის საქმის შეფასებისას განაცხადა ვიდეოში, რომელსაც “მთავარი არხი“ ავრცელებს.

იაროსლავ სუმბაევი, რომელიც მისი ადვოკატის თქმით, სამშობლოში იდევნება და რომლის წინააღმდეგაც რუსეთში 2 სისხლისამართლებრივი საქმეა აღძრული, საქართველომ რუსეთს გუშინ, 24 ოქტომბერს გადასცა.

“შემოვლენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ, დაარღვევენ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარს, მერე ხვდებიან, რომ ისინი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, აქ იგებენ, რომ მათ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და იწყებენ ნიანგის ცრემლების ღვრას იმისთვის, რომ გაექცნენ კანონს.

ამიტომ, მე ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, რომ მიბრძანდნენ მის ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი კანონის წინაშე,“ – ამბობს წულუკიანი.

ვრცლად ამ საქმეზე:

“გაწირეს ადამიანი” – ელენე ხოშტარია ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი