ახალი ამბები

მარგველაშვილი: ანა დოლიძე ჩემი საამაყო კანდიდატია

25 ოქტომბერი, 2019 • 1301
მარგველაშვილი: ანა დოლიძე ჩემი საამაყო კანდიდატია

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაძლო გამოწვევას მის საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებულ პოზიციებს უკავშირებს. მარგველაშვილი, რომელმაც დოლიძე ამ თანამდებობაზე წარადგინა, ამბობს, რომ ის მისი საამაყო კანდიდატია, რომლის ქმედებებიც სასარგებლოა ქვეყნისთვის:

“ანა დოლიძე არის ჩემი საამაყო კანდიდატი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ და არც არასდროს შემიფასებია და კომენტარი გამიკეთებია. არც სალომე ზურაბიშვილზე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. სალომე ზურაბიშვილი რას დათანხმდება, მას ჰკითხეთ.

მისი ბიოგრაფიაა საამაყო, მისი ქმედებები არის ამ ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და ანა დოლიძისნაირი რამდენიმე რომ ჰყავდეს ამ ქვეყანას, პოლიტიკაში ჩვენი მდგომარეობა იქნებოდა თვისებრივად უკეთესი.  წინა ხელისუფლების დროს პრინციპულად უპირისპირდებოდა ყველა იმ დანაშაულს, რაც იყო ადამიანის უფლებების მიმართ. შემდეგ ეს ადამიანი ძალიან ღირსეულად მსახურობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ ერთად ვიცავდით ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს.

შემდეგ ეს ადამიანი ისევ იმ პრინციპების დაცვას ახორციელებს და აგრძელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ანა დოლიძესთან ომი იმიტომ ხომ არ არის, რომ მას გადამწყვეტი ხმა აქვს. ანა დოლიძესთან ომი იმიტომაა, რომ ნებისმიერ სიბნელეს ეშინია სინათლის. ნებისმიერ ტყუილს და თვალთმაქცობას ეშინია სიმართლის”, – ამბობს მარგველაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.


უსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს.

როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა და მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა.

იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, ანა დოლიძე გაიწვიოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი