ახალი ამბები

შალვა აბულაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს

13 აპრილი, 2015 • • 1404
შალვა აბულაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს

შალვა აბულაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს, რომელიც 8 ტომს აერთიანებს. იგი ბრალდებულის მონახულებას ხვალ აპირებს, რის შემდეგაც გაირკევვა, როდის დაკითხავს აბულაძეს გამოძიება.

 

“პროცესზე განაცხადა, რომ სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ ჩვენებას მისცემდა გამოძიებას, აქედან გამომდინარე დავადგენთ სავარაუდო დროს, რა დროს მისცემს იგი ჩვენებას. გაურკვეველია, რა გარიგება შეიძლება ყოფილიყო ბორჯომის პოლიციასა და მამუკა ხაზარაძეს შორის. იგი აცხადებდა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან და მისი გუნდის მხრიდან განიცდიდა მუდმივ ზეწოლას და საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას სთხოვდა შესაბამის რეგირებას”, – განაცხადა ადვოკატმა. 

 

შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის  სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი),  პოლიციელის  სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით 
(2 ეპიზოდი) ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

 

შალვა აბულაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა. შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით, გიორგი მახარაშვილის და ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ბრალდებით.

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე/10.05.15
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე/10.05.15

მასალების გადაბეჭდვის წესი