ახალი ამბები

შსს: შავ ზღვაში შესულ სასეირნო კატარღას, რომელზეც 9 ადამიანი იყო, ძრავი გაუფუჭდა

12 აპრილი, 2015 • 1224
შსს: შავ ზღვაში შესულ სასეირნო კატარღას, რომელზეც 9 ადამიანი იყო, ძრავი გაუფუჭდა

“112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.ბათუმში ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს ცხრა მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, შავ ზღვაში სასეირნო კატარღით შევიდნენ, რის შემდეგადაც კატარღას ძრავი გაუფუჭდა და მოქალაქეები შველას ითხოვდნენ. სამაშველო ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა და ჩატარებული სპეციალური სამუშაოების შედეგად მოხდა მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა. აღნიშნული კატარღა კი მაშველებმა საბუქსირე საშუალებით ნაპირზე გადაიტანეს,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

ფოტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფოტო – შინაგან საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი