ახალი ამბები

საგარეო უწყება ცხინვალის მიერ სააღდგომოდ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო შეშფოთებულია

12 აპრილი, 2015 • 1059
საგარეო უწყება ცხინვალის მიერ სააღდგომოდ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო შეშფოთებულია
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაადგილების დაბრკოლება წარმოადგენს არაჰუმანურ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. 
 
 
 
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დრო, რადგანაც სააღდგომო პერიოდში, 11 და  12 აპრილს, ადგილობრივ  მოსახლეობის ექმნება დაბრკოლება ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად.
 
 
 
“საგულისხმოა, რომ სააღდგომო პერიოდში მოსახლეობის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საკითხი უშედეგოდ იქნა განხილული 25 მარტს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ასეთ ჰუმანიტარულ საკითხზე დაბრკოლებების შემოღების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 



გადაადგილების შეზღუდვა 13 აპრილიდან მოიხსნება

მასალების გადაბეჭდვის წესი