ახალი ამბები

ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ლიდერს, მუჰამედ ბადის სიკვდილი მიუსაჯა

12 აპრილი, 2015 • 1111
ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ლიდერს, მუჰამედ ბადის სიკვდილი მიუსაჯა

როგორც BBC წერს, სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. 


როიტერის ცნობით, მას შემდეგ, რაც 2013 წელს არჩეული ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან აბდელ ფატა ალ–სისიმ გადააყენა, ამ საძმოს ათასობით წევრი დაიჭირეს.

 

პრეზიდენტი სისი ამ ძმობას ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად საფრთხეს უწოდებს. დაჯგუფება კი აცხადებს, რომ მშვიდობიან აქტივობას უჭერს მხარს და არაფერი აქვს საერთო ისლამისტების ძალადობასთან, რომელიც ეგვიპტეში პრეზიდენტ მურსის გადაყენების შემდეგ მიმდინარეობდა.

 

ეგვიპტეში საძმოს წევრების მასობრივმა სასამართლო დევნამ, რეპრესიებმა როგორც ისლამისტი, ასევე ლიბერალური ოპოზიციის მიმართ, გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა ეგვიპტის სასამართლო სისტემის და ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართ.


მუჰამედ ბადი   © EPA  30.11.2010
მუჰამედ ბადი © EPA 30.11.2010

მასალების გადაბეჭდვის წესი