ახალი ამბები

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

11 აპრილი, 2015 •
მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობია, თუ როდის მოხერხდება გადმოსვენება, თუმცა ამბობენ, რომ ცხედარს შესაბამისი პროცედურები ორშაბათს ჩაუტარდება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში არსებულ საქართველოს სექციას იმ საპროდიუსერო კომპანიამ მიაწოდა, რომელსაც კოტე თოლორდავა პროექტში მონაწილეობის მისაღებად ყავდა წაყვანილი. 

 

კოტე თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. ასევე თამაშობდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, მიყავდა გადაცემა “პალიტრა TV-ზე”; აქვს მონაწილეობა მიღებული ფილმებში “ჟანგის კაცი” და “გამვლელი N”.


კოტე თოლორდავა. ფოტო - მოზარდმაყურებელთა თეატრი
კოტე თოლორდავა. ფოტო – მოზარდმაყურებელთა თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი