როგორც სასამართლოს განცხადებშია ნათქვამი, ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე, თავად ბრალდებული.
შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
(2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, შალვა აბულაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა. შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით, გიორგი მახარაშვილის და ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ბრალდებით.