ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით მიიღეს.
“მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხები გაიცემა ყოველი თვის 15-16 რიცხვში, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მხრიდან მიმდინარე წლის 7 აპრილს მომსახურე ბანკში (ლიბერთი) უკვე გადაირიცხა აღნიშნილი თანხები,”– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 9 აპრილს თანხა უკვე მიიღეს იმ პენსიონერებმა, რომლებთაც პენსია პლასტიკურ ბარათებზე ერიცხებათ, ხოლო დღეს, 11 აპრილს, პენსიის აღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ფილიალებში.





