“პოლიციელების – ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.
ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.
სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით” – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა. ამ დანაშაულში პროკურატურამ შალვა აბულაძეს დასდო ბრალი. ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.