შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარემ დააყენა. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში რამინ მამედოვი პატომრობიდან გათავისუფლდება.
რამინ მამედოვის ოჯახი გუშინ სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. ისინი ამბობდნენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკები ჩაუდეს. ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიცია მათაც დაემუქრა დაჭერით იმ შემთხვევაში, თუ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ არ მიაწვდიდნენ ინფორმაციას.
შალვა აბულაძე პოლიციამ 10 აპრილს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. მომხდარში სამართალდამცავები შალვა აბულაძეს დებენ ბრალს. სროლის შედეგად მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი – მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გამოვიდა.