ახალი ამბები

შესაძლოა, ქალებს ნაკლებად ხიბლავდეთ ადმინისტრირება – მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე

24 ოქტომბერი, 2019 • 1525
შესაძლოა, ქალებს ნაკლებად ხიბლავდეთ ადმინისტრირება – მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ  სხირტლაძე სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა დაბალ წარმომადგენლობას იმით ხსნის, რომ “ქალებს ნაკლებად ხიბლავთ ადმინისტრირება”.

“სასამართლო სისტემაში ქალების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე კაცების, მაგრამ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სტატისტიკური მონაცემები არ არის სახარბიელო. არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც რაღაც ნეგატიური დამოკიდებულების შედეგია. ზუსტად არ გამომიკვლევია ეს პრობლემა. შესაძლოა, გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს შედეგი, რაც დღეს არის, ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ მაინცდამაინც არ ხიბლავს ქალს ადმინისტრირება”, – განაცხადა სხრიტლაძემ.

ევროპის საბჭოს პროექტის “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ACT-მ კვლევა ჩაატარა და შეისწავლა, თუ რატომაა ქალთა წარმომადგენლობა დაბალი საქართველოს საერთო სასამართლოების მართვის რგოლში. კვლევის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ აქედან 53,3% ქალია, კვლევის ავტორების განცხადებით, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. კერძოდ, 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ 4-ია ქალი, 9 პალატაში თავმჯდომარის პოსტი მხოლოდ 2 ქალს უკავია, კოლეგიის ყველა თავმჯდომარე კი კაცია.

ამ თემაზე:

ქალი მოსამართლეების რაოდენობა კაცებს აჭარბებს, მენეჯერულ პოზიციებზე პირიქითაა – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი