ახალი ამბებირეკლამატექნოლოგიები

რა არის 1C?

24 ოქტომბერი, 2019 • 22146
რა არის 1C?

1C არის კომპანია, რომელმაც ავტომატიზაციისთვის შექმნა ციფრული პლატფორმა – „1C საწარმო (1C enterprise)“. 1C პროგრამები, რომლებიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი „1C საწარმოს“ პლატფორმაზეა შექმნილი. პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს შექმნან პროგრამები როგორც ქლაუდ, ისე ლოკალური ვერსიებით.

პლატფორმის მუშაობა შეგვიძლია მუსიკალურ ფლეიერისა და CD დისკს შევადაროთ. ვთქვათ, პლატფორმა არის ფლეიერი, ხოლო კონკრეტული ამოცანების მქონე პროგრამა – CD დისკი. იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მუსიკა გაჟღერდეს, ორივე გვჭირდება.

სწორედ ასეა პლატფორმაც, როგორი პროგრამაც დაიწერება მასზე, ისე იმუშავებს. მაგალითად: HR უზრუნველყოფა, მაღაზიის პოსი, ბუღალტრული აღრიცხვა თუ სხვა.

პლატფორმას აქვს ე.წ. ბლოკები, რომლებზე ახალი პროგრამის კონკრეტული მოდულების დაწერაა შესაძლებელი.

მაგალითად „1C საწარმოს“ კატალოგების ბლოკზე როგორ წესი იწერება ხოლმე კომპანიის მომხმარებლებისა და მომწოდებლების აღრიცხვის მოდული, ბუღალტრული აღრიცხვის ბლოკში – ბუღალტრული საქმისწარმოება, გატარებები, ანგარიშგებები და ა.შ.

ისევ ფლეიერს და დისკს რომ დავუბრუნდეთ, თუ ფლეიერი ძველია ახალი ფორმატის დისკს ვერ დაუკრავს. ასევეა პლატფორმაც. „1C საწარმოს“ აქვს სხვადასხა ვერსიები.

პირველი პროგრამები, რომლებიც ამ პლატფორმაზე შეიქმნა 5.0 ვერსიაზეა დაშენებული. შემდეგ მოჰყვა 6.0 და ასე შემდეგ. დღეს, თანამედროვე პროგრამები 1C პლატფორმის 8.2 ან 8.3 ვერსიაზე მუშაობენ. ახალ ვერსიებთან ერთად პლატფორმა იცვლება და იხვეწება. ემატება ფუნქციონლი და შესაძლებლობები.

გავრცელებული იყო აზრი, რომ „1C საწარმო“ მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესის ავტომატიზაციისთვის იყო განკუთვნილი და ვერ გაუმკლავდებოდა მსხვილი კომპანიების პროცესების აღრიცხვას. ეს სიმართლეა, თუ მხედველობაში გვაქვს 8.0 ვერსიამდელი პლატფორმა.

რაც შეეხება შემდგომ ვერსიებს, მსხვილი კომპანიების კომპლექსური პროცესების ავტომატიზაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს. პლატფორმის ახალ ვერსიებზე შექმნილი პროგრამების მომხმარებლები დიდი ნაწილი სწორედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

საქართველოში კომპანიების პროცესების ავტომატიზაციისთვის ყველაზე დიდი წარმადობის მქონე პლატფორმა, სწორედ „1C საწარმოა“, რომელიც საშუალებას იძლევა პროგრამაში პარალელურ რეჟიმში ასობით მომხმარებელმა იმუშავოს, დამუშავდეს მილიონობით მონაცემი და აღირიცხოს ათასობით პროცესი.

მაგალითად, 1C ERP სისტემების საშუალებით შესაძლებელია ჰიპერმარკეტების ავტომატიზაცია და სწრაფი გაყიდვების პროცესის წამიერი სიზუსტით ასახვა.

თუმცა ასევე უახლეს 8.3 ვერსიაზე შესაძლებელია მინი ERP სისტემების შექმნაც, რომელიც მსხვილი პროგრამებთან შედარებით ბევრად იაფია, თან შემცირებული სახით გადმოტანილია დიდი ERP სისტემების სხვადასხვა ფუნქციონალი.

დღეისათვის ათობით 1C პროგრამა არსებობს, ნებისმიერი ზომისა თუ პროფილის კომპანიისთვის, საჭიროა მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და კომპანიის მუშაობის სტილზე მორგება. 

გარდა ამისა უნდა შეირჩეს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ პროგრამის დანერგვასა და მხარდაჭერას, არამედ პროგრამის ტრენინგებსაც. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე არაერთი ტრენინგ ცენტრია, რომლებიც, გარდა იმისა, რომ აქვთ ტრადიციული საბუღალტრო კურსები, ფინანსური ტრენინგები და ა.შ, მოხმარებელს პროგრამული პროდუქტების შესწავლასაც სთავაზობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი