გამოცემის წყაროს ინფორმაციით, “კანონიერი ქურდების” მასშტაბურ შეკრებაზე კრიმინალური სამყაროს იმ კონკრეტულ წარმომადგენელთა საკითხები უნდა განიხილონ, რომელთაც “ქურდული ტიტულების” ჩამორთმევა ემუქრებათ. გარდა ამისა, როგორც “როსბალტი” წერს, შეკრების მონაწილეები კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის კლანის წევრთა შორის დაპირისპირებას განიხილავენ.
“როგორც “როსბალტს” სამართალდამცავი ორგანოებიდან წყარომ განუცხადა, იანვარში, სომხეთში გამართული დიდი შეხვედრის შემდეგ “კანონიერი ქურდები” რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებდნენ. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ 2008 წლიდან “ქურდად მონათლული” ყველა პირი სტატუსს დაკარგავს. მანამდე შაქრო კალაშოვი და მისი “კანონიერი ქურდები” მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ პირებთან მათი “კანონიერ ქურდობასთან შესაბამისობის” საკითხზე. პარალელურად, “კანონიერი ქურდების” მიერ “კრიმინალური გენერლის”, გელა ქარდავას [გელა] სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომლის ბედიც დაგეგმილ მასშტაბურ სხდომაზე უნდა გადაწყდეს”, – წერს გამოცემა.
“კანონიერი ქურდების” მასშტაბური შეკრება, გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში უახლოეს თვეებში, გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხული დასაწყისში უნდა გაიმართოს.