ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: საქართველოს NATO-ში შესვლამ რეგიონში სიტუაცია არ უნდა გააუარესოს

9 აპრილი, 2015 • • 915
სარგსიანი: საქართველოს NATO-ში შესვლამ რეგიონში სიტუაცია არ უნდა გააუარესოს

მისივე თქმით, “თითოეულმა ქვეყანამ სხვადასხვა კავშირში გაწევრიანებისას ან თავისი ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, იქონიებს თუ არა ეს ნეგატიურ გავლენას მთლიანად რეგიონის სიტუაციაზე.

 

“ჩვენი აზრით, ამ ორი ქვეყნისთვის უსაფრთხოება არის განუყოფელი და ურთიერთშემავსებელი, რადგან 21-ე საუკუნეში იმდენი გამოწვევაა, სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება მათ და აუცილებელია რაიმე გაერთიანებაში ყოფნა. ვიმეორებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, სომხეთის ერთ კავშირში ყოფნამ და საქართველოს თანამშრომლობამ სხვა კავშირთან არ გააუარესოს ვითარება ჩვენს რეგიონში.” 

 

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ბევრი რამ ორივე ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული.

 

“დარწმუნებული ვარ, ამ მიზეზით საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს გაგვიფუჭდება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებასაც ესმის ეს ვითარება. ჩვენ ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებისგან არ გვინახავს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევდა.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი