ცხინვალი აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული მასალები “ადასტურებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობას სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში მასშტაბური პროვოკაციის მზადებასთან დაკავშირებით”.
დე ფაქტო უშიშიროების განცხადებით, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ “სუსი ქართული მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით, საზღვრისპირა სოფლებში გადაადგილებას უზღუდავს და ამითარ აძლევს ადგილზე ობიექტური ინფორმაციის მიღებისა და გაცნობის საშუალებას”.
ცხინვალის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სუსს მივმართეთ, რაზეც გვიპასუხეს:
“მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად.
ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”.