ახალი ამბები

ივანიშვილი: თანაინვესტირების ფონდის დირექტორთან “საკმაოდ ჩაჭიდებული” საუბარი მქონდა

9 აპრილი, 2015 •
ივანიშვილი: თანაინვესტირების ფონდის დირექტორთან “საკმაოდ ჩაჭიდებული” საუბარი მქონდა

“უჩა მამაცაშვილიც და ბაჩიაშვლიც არიან, მე მგონი, დამფუძნებლები მენეჯმენტური კომპანიის. არ არიან ის დიდი ინვესტორები, ვინც ფულს დებს და ერთ–ერთი მე გახლავართ, მილიარდებზე სადაც არის საუბარი თანაინვესტირების ფონდში. 5 მილიარდზე მეტია გაცხადებული იქ, რომელიც საქართველოში შეიძლება შემოვიდეს ინვესტიციების სახით. მე მართლაც არ მქონდა უფლება და შეიძლება გადავაჭარბე, როდესაც ეს გავიგე. მათ ქონდათ უფლება, კანონი დაიცვეს, პარტნიორიც ყავდათ ფრანგი და რაღაც შეთღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო და, რა თქმა უნდა, ძალიან არ მომეწონა. რაღაც კაპიკებს გამოეკიდნენ და, სხვათა შორის, ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, მაგრამ მან, სხვათა შორის, თავი დაიცვა ჩემთან და საკმაოდ ჩაჭიდებული საუბარი გვქონდა,”– თქვა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ივანიშვილის განცხადებით, უჩა მამაცაშვილს კანონი არ დაურღვევია და 1 ლარად არაფერი შეუძენია.

 

“არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს არავინ შეეხოს და ერთადერთი ჭორები მოაქვს, თუ რამე გაიგო, ჩემთან. და მეც ძალიან ვფრთხილობ, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს, ეს არის ყველაზე მთავარი ფუნქცია ჩემი. უჩა მამაცაშვილს არაფერი ერთ ლარად არ შეუძენია. არ უნდა აეღოთ ის შეღავათები, ჩემი აზრით, როდესაც 2,5 მილიარდზე მეტია დაფინანსება და 0.01%–ზეა საუბარი,”– განაცხადა ივანიშვილმა.

 

თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გარდაბანში ინვესტიციით აშენებულ ახალ სასათბურე მეურნეობაში ვიზიტისას განაცხადა, რომ 2,5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოეცათნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ 2014 წლის 26 აგვისტოს, მთავრობის დადგენილებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადასცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“, რომლის მფლობელ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ფლობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი