ახალი ამბები

“უნდა გაგიხარდეთ, რომ ხალხი ტრანსპორტს უფრო აქტიურად მოიხმარს” – ვიცემერი გადატვირთულ მეტროზე

23 ოქტომბერი, 2019 •
“უნდა გაგიხარდეთ, რომ ხალხი ტრანსპორტს უფრო აქტიურად მოიხმარს” – ვიცემერი გადატვირთულ მეტროზე

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებამ ნამდვილად იმატა და მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მიწოდების გაზრდას გეგმავს.

ხმალაძე მეტროში ხალხმრავლობას პოზიტიურ მოვლენად აფასებს და ჟურნალსიტებს კითხვის საპასუხოდ მიუთითებს, რომ უნდა უხაროდეთ, რადგან ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო აქტიურ მოხმარებას იწყებს:

“უნდა გაგიხარდეთ ის, რომ საზოგადოება იწყებს უფრო აქტიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებას. უნდა გაგიხარდეთ ის, რომ ქალაქში ნაკლები საცობი იქნება, უნდა გაგიხარდეთ, რომ ქალაქში ნაკლებად იქნება დაბინძურებული ჰაერი და თქვენ, თქვენი ახლობლები და თანამოქალაქეები უფრო სუფთა ჰაერს ჩაყლაპავენ”, – ამბობს ხმალაძე.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მეტროთი მგზავრობისას დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 2 საათი უნდა იყოს თუ არა საჭირო, ხმალაძე აცხადებს, რომ “თუნდაც ასე იყოს, ეს სჯობია, ვიდრე დაავადდეს ამ დაბინძურებული ჰაერით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი