1. კრივჭადრაკი
სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ ნათელია, რომ ეს არის სპორტის ჰიბრიდული სახეობა, რომელიც ორი ნაწილისაგან, კრივისა და ჭადრაკისაგან შედგება. თითოეული მატჩი 11 რაუნდისაგან შედგება და სპორტსმენს გამარჯვება ორ შემთხვევაში შეუძლია: მოწინააღმდეგე “ნოკაუტში” უნდა ჩააგდოს (კრივში) ან დააშამათოს ჭადრაკში. იმ შემთხვევაში, თუ ამას ვერ მოახერხებს და მატჩი ფრედ დასრულდება, გამარჯვებული ვლინდება კრივში მოპოვებული ქულების შედეგად. თუ იქაც ფრეა, გამარჯვებულია სპორტსმენი, რომელიც ჭადრაკს შავი ფიგურებით თამაშობდა. “კრივჭადრაკის” მსოფლიოს ორგანიზაციის სლოგანია: “ბრძოლის ბედი რინგზე წყდება, ხოლო ომის – დაფაზე”.
2. წყალქვეშა ჰოკეი
ეს არის ჰოკეის თამაშის მარტივი მოდელი, როდესაც მოწინააღმდეგები ცდილობენ, რომ პატარა ჯოხებით შაიბა მეტოქის კარში გაიტანონ, თუმცა ეს ყველაფერი საინტერესო იმითაა, რომ შეჯიბრება წყლავქეშ ხდება. თითოუელი შაიბის გათამაშება დიდხანს ვერ ხეხრდება, რადგან მოთამაშეებს ამოყვინთვა და ჰაერის ჩასუნთქვა უწევთ.
3. ჭაობში ყვინთვა
ჭაობში ყვინთვისათვის საჭიროა 55-მეტრიანი ტორფიანი ჭაობი და მოხალისეები, რომლებიც ყვინთვით მის გადაცურვას მოისურვებენ. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ჭაობს ყველაზე სწრაფად გადაცურავს. ეს ჩემპიონატი უელსში ტარდება.
4. Sepak takraw
სპორტის ეს სახეობა, რომელიც ფრენბურთს გავს, აზიაში ძალიან პოპულარულია. სათამაშო მოედანი ფრენბურთის იდენტურია, თუმცა მოთამაშეებმა ბურთი მოწინააღმდეგის მხარეს არა ხელით, არამედ ფეხით უნდა გადააგდონ, შესაძლებელია გამოიყენონ მკერდი და თავიც.
5. ბუზკაში
ეს არის ავღანეთის ნაციონალური სპორტი, ერთგვარი პოლო ცენტრალურ აზიაში, რომელსაც თალიბები კრძალავდნენ. ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ერთმანეთს უთავო და უფეხო თხის ჩონჩხს ეცილებიან, რათა ქულების მოპოვების მიზნით დანიშნულების ადგილას ჩააგდონ.