“პატიმრების ცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ასეთი სახელწოდებით ვიდეოკადრები ფეისბუკზე მომხმარებელმა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავს ნიღბიან სპეცრაზმს პატიმრები და სცემენ.
აღნიშნული ვიდეომასალა ჯერ მხოლოდ ფეისბუკის მომხმარებლების განსჯისა და განხილვის საგანია. კომენტარი ან განცხადება ჯერ არ გაუკეთებია დე ფაქტო შესაბამის ორგანოებს.
ცხინვალში პატიმრების ცემასა და მათ არაადამიანურ ცხოვრების პირობებზე ბოლო დროს ცხინვალელი უფლებამდამცველებიც საუბრობენ.
ნეტგაზეთისთვის უცნობია, სად არის აღნიშნული კადრები გადაღებული და რამდენად შეესაბამება ის რეალობას.