ახალი ამბები

ჯანელიძე: სამინისტროს მაღალჩონოსნების დაკავება საჰაერო თავდაცვას არ უკავშირდება

8 აპრილი, 2015 •
ჯანელიძე: სამინისტროს მაღალჩონოსნების დაკავება საჰაერო თავდაცვას არ უკავშირდება

“არანაირად არ უკავშირდება ეს ერთმანეთს. ეს აბსოლუტურად არ ხდება ასე, რომ რამდენიმე საათში 5 ადამიანის დაკავება მოაფიქრდეს პროკურატურას და რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ამ საკითხზე მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, საგამოძიებო პროცესი და ამ ადამიანების დაკავება მოხდა მაშინ, როცა პროკურატურამ ეს საჭიროდ ჩათვალა. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის საკითხს, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის ხელშეკრულებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელშეკრულება იყო განხილული, თუმცა ცალსახა გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ ყოფილა: “საკითხი იყო განხილული, მისი გარკვეული ნაწილი იყო მოწონებული, ნაწილი კი არ იყო მოწონებული”.

 

ჯანელიძის ამბობს, რომ ამ საკითხის დეტალებზე ჯობს ნდობის ჯგუფთან ისაუბროს.

 

თავისუფალი დემოკრატების კითხვაზე, თუ კონკრეტულად სად დაარღვია ირაკლი ალასანიამ კანონი, ჯანელიძემ უპასუხა, რომ მას არსად უთქვამს, რომ ვინმემ კანონი დაარღვია, ან დანაშაული ჩაიდინა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დაარღვიო კანონი, შეიძლება ზიანი მიაყენო ირიბად ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი მოსაზრება იქნება, რომ ნაკლები ვისაუბროთ ამ თემაზე”

მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება
მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი